მთავარი

понедельник, 9 мая 2016 г.

მე-9 დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო ----  პროექტი: ,,ჩემი სოფელი"


       ეს ტრენინგ -მოდული დამეხმარა გავცნობოდი პროექტებით სწავლებას, მის დადებით მხარეს. გავეცანი, რომ მოსწავლე არის თავად ჩართული სასწავლო პროცესში, ხოლო მასწავლებელი არის დამხმარე,ფასილიტატორი. პროექტული სწავლება მოსწავლეს უვითარებს  21-ე საუკუნის უნარებ-ჩვევებს. 
         კურსის გავლისას გავეცანი სხვადასხვა სახის შეფასებებს, შეფასების რუბრიკებს, ჩეკლისტებს, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები შეძლებენ მიცემული დავალების ადვილად შესრულებას და მიიღებენ შესრულებული სამუშაოს ირგვლივ უკუკავშირს.
       ტრენინგის მსვლელობისას ასევე შევასრულე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება დავალების სწორად შესრულებაში. 
     ამ მოდულით ვისწავლე, როგორ წარვმართო ჩემი პროექტი ისე, რომ მოსწავლეებს განუვითარდეთ მაღალი დონის სააზროვნო უნარები და სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ვისწავლე, როგორ შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტი, როგორ განვსაზღრო მისი მომზადებისთვის  საჭირო დრო.
       მოდული იყო ძალიან საინტერესო ,აქტიური  და შედეგიანი. პროექტის დაგეგმვის ყველა ეტაპს ვასრულებდით პრაქტიკულად.,ბოლოს მოვახდინეთ ჩვენს მიერ ჩექმნილი პროექტის პორტფოლიოს ,მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების პრეზენტაცია.

      აქვე აღვნიშნავ ჩვენი საყვარელი,თბილი და აქტური  ტრენერის დამოკიდებულებას 36 საათის განმავლობაში.ქალბატონი ნინო მთელი პასუხისმგებლობით ცდილობდა  მასალის ზუსტად და ამომწურავად მოწოდებას.ვფიქრობ  მისი შრომა შედეგიანი გამოდგა. მადლბა მას გაწეული შრომისათვის. :)))

    

пятница, 6 мая 2016 г.

მე-7 დღე




მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით.
    პორტფოლიოს რუბრიკის მიხედვით შევაფასეთ კოლეგის მიერ შექმნილი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი,შევქმენით მოსწავლის სამუშაო რუბრიკა,მოვახდინეთ მისი ადაპტირება.გეგმაში შევიტანეთ ცვლილებები.გადავხედეთ შეფასების დროის ჩარჩოს და აღვწერეთ შეფასების მეთოდები.