მთავარი

воскресенье, 24 апреля 2016 г.

მეექვსე დღე

      სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და შეფასებისათვის ტექნოლოგიების გამოყენება მნიშვნელოვანია,ეს მოსწავლეს მოტივაციას აძლევს და განაწყობს შედეგიანი აქტივობისათვის.
       პროექტზე მუშაობის დავდექი მოსწავლის პოზიციახზე,მოვირგე მისი როლი,გავითვალისწინე მისი შესაძლებლობები,  წინასწარ ვაჩვენე მოსწავლის სავარაუდო  ნაშრომი,მოსწავლეებს სლადების შექმნასთან ერთად ვაძლევ ჩეკლისტს,მივეცით ინსტრუქცია ჩეკლისტზე.
 
  მოსწავლის ნამუშევარი შეიძლბა შეიქმნას პროექრის სხვადასხვა ეტაპზე.

суббота, 23 апреля 2016 г.

მეხუთე დღე

ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს  ინტერნეტს სწავლის პროცესზე. კერძოდ ვისწავლეთ როგორ აგვეტვირთა მზა პროექტი ბლოგზე, დაგვემატებინა ტრენერის ბლოგი, წყვილებში მოგვეხდინა ურთიერთშეფასება კომენტარის სახით,სადაც გამოვიყენეთ   21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები სტანდარტებისა და მიზნების ჩამოსაყალიბებლად.ასევე შევაფასეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. მოსწავლეებს შევუქმნი შეფასების საჭირო რუბრიკებს,რომლის წვდომა-გამოყენებას შეძლებენ ისინი.
   გავეცანით საავტორო უფლებების  გამოყენების შემთხვევებს,ასევე გავეცანი სხვადასხვა საძიებო სისიტემებს,ვისწავლეთ ინტერნეტში ვებსაიტის მოძიება და ბუკმარკით დამახსოვრება.ზუსტი ინფორმაციის მოპოვებისთვის ( ინფორმაციის დავიწროვება) ,ბრჭყალების გამოყენება.
        საინტერესო და შედეგიანი დღისათვის მადლობა ქალბატონ ნინოს.  :))

 

пятница, 22 апреля 2016 г.

მეოთხე დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.განვიხილეთ შეფასების 5 სტრატეგია თავისი მეთოდებით, მიზნებით და ინსტრუმენტებით, რაც საშუალებას მომცემს შევაფასო მოსწავლეები პროექტის წარმართვისას. ასევე გავაკეთე პრეზენტაცია პროგრამა powerpoint-ის გამოყენებით

суббота, 16 апреля 2016 г.

მესამე დღე

                                                 მესამე დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების მიმართულების მიმცემი საკვანო კითვები, გამომეყენებინა  რამდენიმე თვალსაზრისით.აქედან გამომდინარე შევიმუშავე პროექტის მთავარი მიზნები,რომელიც მოვარგე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვეებს. გამოვიყენე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ლექსიკა,განახლებული ბლუმის ზმნები.გავეცანი  კითხვებს,რომელიც ბავშვებს აფიქრებს საკვანძო საკითხებზე, დავაინტერტესო პროექტის თემაზე,დავაფიქრო და გამოვიწვიო პროექტზე სამუშაოდ. 

воскресенье, 10 апреля 2016 г.

მეორე დღე

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში, სასწავლო ღონისძების დაგეგმარების დროს პროექტს განსაკუთრებული მიდგომები ესაჭიროება, დავინახე,რომ მასწავლებელი მოსწავლეებს დამხმარედ ევლინება, საპროექტო თემა კლასის მოსწავლეთა მზაობასა და ინტერესს  უნდა მოერგოს ,რომ შესძლონ მათ სხვადასხვა აქტივობაში ჩართვა. მნიშვნელოვანია ასევე  შექმნას პროექტის პორტფოლიო, რათა თავი მოვუყაროთ საჭირო მასალებს. პუბლიკაციის შექმნა მნიშვნელოვანია პროექტის აფიშირებისთვის,საინტერესოდ მეჩვენება მოსწავლეთა,მშობელთა და მასწავლებელთა პუბლიკაციის შექმნას ინფორმირებისათვის.